ტატო გრიგალაშვილი ოლიმპიადის მერვედფინალში გავიდა

ოლიმპიადის სამი დღის შედეგებით საქართველოს ნაკრებს არცერთი მედალი არ აქვს მოპოვებული.
Sputnik
თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ძიუდოს ტურნირის მეოთხე საშეჯიბრო დღეს 81კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ტატო გრიგალაშვილმა მოლოდაველი მეტოქე დაამარცხა და მერვედფინალში გადავიდა.
მოლდოველმა სპორტსმენმა აკრძალული ილეთი დამატებით დროში შეასრულა, რის გამოც მსაჯებმა ის ტურნირიდან მოხსნეს.
რაც შეეხება 63 კგ-მდე მოასპარეზე ეთერ ასკილაშვილს, იგი სლოვენიელ ანდრეია ლესკისთან დამარცხდა. მან სადებიუტო ოლიმპიადაზე ასპარეზობა დაასრულა.
ოლიმპიადის სამი დღის შედეგებით საქართველოს ნაკრებს არცერთი მედალი არ აქვს მოპოვებული.