თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ძიუდოს ტურნირის მეოთხე საშეჯიბრო დღეს 81კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ტატო გრიგალაშვილმა ავსტრიის წარმომადგენელი დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა.
გრიგალაშვილმა ავსტრიის სახელით მოასპარეზე ვახიდ ბორჩაშვილი ვაზარით დაამარცხა.
ნახევარფინალში გასასვლელად ქართველი ძიუდოისტი ტაჯიკ მაჰმადბეკოვს დაუპირისპირდება.
რაც შეეხება 63 კგ-მდე მოასპარეზე ეთერ ასკილაშვილს, იგი სლოვენიელ ანდრეია ლესკისთან დამარცხდა. მან სადებიუტო ოლიმპიადაზე ასპარეზობა დაასრულა.
ძიუდოს ტურნირი 2 აგვისტოს დასრულდება, 3 აგვისტოს კი ოლიმპიურ თამაშებზე შერეული გუნდური შეჯიბრებები დაიწყება, რომელშიც საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად მიიღებს მონაწილეობას.