თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ძიუდოს ტურნირის მესამე საშეჯიბრო დღეს 57 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ეთერ ლიპარტელიანმა პირველი ორთაბრძოლა მოიგო და მერვედფინალში გავიდა.
ლიპარტელიანის მოწინააღმდეგე ბრიტანელი ლელ ნაირნი იყო, რომელიც იპონით დაამარცხა. მერვედფინალში ქართველი ძიუდოისტის მეტოქე უზბეკი შუკურჟონ ამინოვა იქნება.
დღეს ასევე ტატამზე გავიდა ქართველი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი (-77 კგ), რომელიც პირველივე ორთაბრძოლაში დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. მისი მეტოქე ფრანგი ჟოან ბენჟამინ გაბა გახლდათ.
ძიუდოს ტურნირი 2 აგვისტოს დასრულდება, 3 აგვისტოს კი ოლიმპიურ თამაშებზე შერეული გუნდური შეჯიბრებები დაიწყება, რომელშიც საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად მიიღებს მონაწილეობას.