თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ძიუდოს ტურნირის მესამე საშეჯიბრო დღეს 57 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ეთერ ლიპარტელიანმა მერვედფინალში უზბეკი მეტოქე დაამარცხა და მეოთხედფინალში გადავიდა.
ლიპარტელიანის მოწინააღმდეგე უზბეკი შუკურჟონ ამინოვა იყო, რომელსაც ვაზარით სძლია.
ქართველი ძიუდოისტი ნახევარფინალში გასასვლელად ბრაზილიელ ოლიმპიურ ჩემპიონს, რაფაელა სილვას დაუპირისპირდება.
დღეს ასევე ტატამზე გავიდა ქართველი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი (-77 კგ), რომელიც პირველივე ორთაბრძოლაში დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. მისი მეტოქე ფრანგი ჟოან ბენჟამინ გაბა გახლდათ.
ძიუდოს ტურნირი 2 აგვისტოს დასრულდება, 3 აგვისტოს კი ოლიმპიურ თამაშებზე შერეული გუნდური შეჯიბრებები დაიწყება, რომელშიც საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად მიიღებს მონაწილეობას.