ეთერ ლიპარტელიანი მეოთხედფინალში დამარცხდა და ბრინჯაოსთვის იბრძოლებს

ძიუდოს ტურნირი 2 აგვისტოს დასრულდება, 3 აგვისტოს კი ოლიმპიურ თამაშებზე შერეული გუნდური შეჯიბრებები დაიწყება
Sputnik
თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ძიუდოს ტურნირის მესამე საშეჯიბრო დღეს 57 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ეთერ ლიპარტელიანი მეოთხედფინალში ბრაზილიელ მეტოქესთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.
ლიპარტელიანის მოწინააღმდეგე ბრაზილიელი ოლიმპიურო ჩემპიონი რაფაელა სილვა იყო, რომელთანაც ორი ვარაზით დამარცხდა და ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის რეპეშაჟიდან იბრძოლებს.
დღეს ასევე ტატამზე გავიდა ქართველი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი (-77 კგ), რომელიც პირველივე ორთაბრძოლაში დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. მისი მეტოქე ფრანგი ჟოან ბენჟამინ გაბა გახლდათ.
ძიუდოს ტურნირი 2 აგვისტოს დასრულდება, 3 აგვისტოს კი ოლიმპიურ თამაშებზე შერეული გუნდური შეჯიბრებები დაიწყება, რომელშიც საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად მიიღებს მონაწილეობას.