ადიგენში საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცები სახლში სარემონტო სამუშაოებს ასრულებდნენ.
Sputnik
თბილისი, 29 ივლისი - Sputnik. ადიგენის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა, რასაც ორი მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
უბედური შემთხვევა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში გუშინ, 28 ივლისს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, 50 წლამდე მამაკაცები სახლში სარემონტო სამუშაოებს ასრულებდნენ, რა დროსაც კედელი ჩამოინგრა. მომხდარის შედეგად დაშავდა ერთი ქალიც.
ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფს ორივე მამაკაცი დაღუპული დახვდა. ცხედრები ექსპერტიზაზე გადაასვენეს.
დაშავებული ქალი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
მომხდარზე გამოძიებასაქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლოან სხვა სამუშაოს შესრულებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.