უამინდობამ კახეთში პრობლემები შექმნა

ჯერჯერობით ზარალის ოდენობა უცნობია.
Sputnik
თბილისი, 28 ივლისი – Sputnik. კახეთში მოსულმა ძლიერმა წვიმამ და ქარმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა, იუწყება ლაგოდეხის მერია.
სტიქიამ განსაკუთრებით დააზარალა ჭიაურისა და წითელგორის მოსახლეობა, სადაც ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა ათობით საცხოვრებელი სახლი, სეტყვამ დააზიანა საკარმიდამო ნაკვეთები და სავარგულები, მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ასევე მოგლეჯილია ხეები, რამაც საავტომობილო გზის ჩახერგვა გამოიწვია.
უწყების ცნობით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები.
ჯერჯერობით ზარალის ოდენობა უცნობია.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ამინდის გაუმჯობესებისთანავე დაიწყება ზარალის დათვლა.