მოსაზრება: რუსეთისა და ჩინეთის სტრატეგიულმა ბომბდამშენებმა ნატოს კარს „მიუკაკუნეს“

მას შემდეგ, რაც ისტორიაში პირველად რუმინეთის ცაზე ამერიკული ბომბდამშენები B-52 Stratofortress გამოჩნდნენ, რუსეთისა და ჩინეთის სტრატეგიული რაკეტმზიდ-ბომბდამშენები 24 ივლისს „საპასუხო ვიზიტით“ აშშ-ის წყნარი ოკეანის სანაპიროს ეწვივნენ.
Sputnik
ჩრდილო ამერიკის საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის (NORAD) სარდლობამ 24 ივლისს აღმოაჩინა ორი რუსული თვითმფრინავი Ту-95МС „მედვედი“ და ორი ჩინური თვითმფრინავი Хун-6К, რომლებიც მოქმედებდნენ ალიასკის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის იდენტიფიკაციის ზონაში - საერთაშორისო საჰაერო სივრცეში. რუსული რაკეტმზიდები ასეთ ფრენებს სისტემატურად ახორციელებენ, თუმცა, ამერიკელებმა აღნიშნეს, რომ რუსეთის ფედერაციისა და ჩინეთის „სტრატეგებმა“ პირველად შეაღწიეს ალიასკის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის იდენტიფიკაციის ზონაში ერთდროულად. ვიზუალური იდენტიფიკაციისა და თანხლებისათვის, ჰაერში აფრინდა ამერიკული გამანადგურებლები F-16 და F-35, კანადური CF-18 და მხარდამჭერი თვითმფრინავები.
პენტაგონი შეშფოთებულია იმით, რომ უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, რუსეთი და ჩინეთი „სულ უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს აშშ-სთან და მათ მოკავშირეებთან დაპირისპირებაში“. 22 ივლისს გამოქვეყნებული „აშშ-ის არქტიკული სტრატეგია“ ასევე ითვალისწინებს „არქტიკაში გაზრდილ საფრთხეებს“ , რომელიც დაკავშირებულია რუსეთისა და ჩინეთის არქტიკული მშვიდობიანი (ეკონომიკური) თანამშრომლობის ზრდასთან. ვაშინგტონი შეწუხებულია „რუსეთის მიერ არქტიკაში ენერგორესურსების ექსპლუატეციის გამო“.
აზიურ-წყნარი ოკეანეს რეგიონში ერთობლივი პატრულირების ამოცანებს ხუთ წელიწადზე მეტია, რეგულარულად ასრულებენ რუსეთისა და ჩინეთის სტრატეგიული ბომბდამშენები, რუსეთის სამხედრო კოსმოსური ძალების გამანადგურებლების Су-30СМ და Су-35С თანხლებით. ძირითადად, იაპონური და აღმოსავლეთ ჩინური ზღვების აქვატორიების ცაში. ისინი მოქმედებენ საჰაერო სივრცის სარგებლობის საერთაშორისო წესების დაცვით და სხვა სახელმწიფოების საზღვრებს არ არღვევენ. მსგავში ოპერაციები მიუთითებს რუსეთისა და ჩუნეთის სამხედრო თანამშრომლობის თვისობრივად ახალ დონეზე, მნიშვნელოვან საერთაშორისო რეზონანსს იწვევენ.
ამერიკელები ცდილობენ, „სახე შეინარჩუნონ“, მაგრამ მაინც ძალიან მტკივნეულად რეაგირებენ. წმინდა ჰიპოთეტურად, რუსეთისა და ჩინეთის „სტრატეგებს“ შეუძლიათ, საერთაშორისო საჰაერო სივრციდან ძლიერი ბირთვული დარტყმა განახორციელონ ჩრდილო ამერიკაზე და საერთოდაც, NORAD -ის სარდლობაც კი აღიარებს, რომ აშშ-ს საჰაერო-კოსმოსური დაცვის სისტემა მითია და სხვა არაფერი.
ჟურნალი The American Conservative წერს: „ვაშინგტონის მცდელობა „მართოს მსიფლიო“ მიუთითებს ეგოს, სიხარბის, ილუზიების, პატივმოყვარეობისა და ფანტაზიების გროტესკულ სიჭარბეზე, რომლითაც გადავსებულია ამერიკის იმპერიული ქალაქი... ვაშინგტონმა უკან უნდა დაიხიოს... ამერიკელი მოქალაქეების დაცვის საუკეთესო საშუალება იქნებოდა, უარი ეთქვა სხვა ქვეყნების ბრძოლებში მონაწილეობაზე“.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე