თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. დაბა ჩხოროწყუდან 13 კილომეტრში, სოფელ თაიაში 4,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, ნათქვამია სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.
მიწისძვრის ეპიცენტრი, რომელიც 09:45 საათზე დაფიქსირდა, 17 კმ სიღრმეში მდებარეობდა.
ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.