თბილისი, 27 ივლისი – Sputnik. რუსთავი-წითელი ხიდის საავტომობილო გზაზე, სოფელ ქესალოს მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა, იუწყება „რუსთავი2“.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს სატვირთო მანქანა და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი მძღოლი, მეორე კი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.