ლგბტ-იდეოლოგიის აკრძალვა - რუსეთის გამოცდილება

ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე Sputnik-ის რუბრიკაში საუბრობს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებაზე ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაში.
Sputnik
ევრაზიის ინსტიტუტის ინიციატივით, თბილისის სასტუმრო Swissotel-ში 26 ივლისს გაიმართა მრგვალი მაგიდა, რომელიც ლგბტ-ის აკრძალვის რუსულ გამოცდილებას მიეძღვნა, საქართველოსადმი მიმართებით. როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტი ანალოგიურ კანონს განიხილავს.
ქართული მხრიდან ძირითად მომხსენებლად გამოვიდა ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე, ხოლო რუსული მხრიდან, ინტერნეტის საშუალებით, ჩაერთვნენ გამოცემა WorldRussia.com-ის დმიტრი ზახაროვი და პოლიტოლოგი ვლადიმირ კირეევი.
ლგბტ-იდეოლოგიის და პროპაგანდის აკრძალვას რუსეთში სამი განზომილება აქვს:
1.
შიგნიდან იცვლება თავად რუსეთი, იგი იწმინდება და ამყარებს თავის სუვერენიტეტს, თავის იდენტობას;
2.
ასეთი შეცვლილი რუსეთი უფრო კეთილ გავლენას ახდენს თავის მეზობლებზე, როგორც ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვის თვალსაზრისი, ისე მთლიანობაში. ტყუილად არ აიტაცა საქართველოს ხელისუფლებამ ლგბტ-ის აკრძალვის იდეა, 2022 წლის რუსეთის ანალოგიური აკრძალვის შემდეგ;
3.
რუსეთი მსოფლიოს ყველა თავისუფალ ხალხს სთავაზობს თანამშრომლობას ტრადიციული ფასეულობების საფუძველზე. რუსეთი ბუნებრივი ლიდერია პოსტსაბჭოთა სამყაროსთვის, ამ პროცესში, მაგრამ იგი არავის არაფერს არ აძალებს. საერთოდ, ალიანსები იქმნება არა „რაიმისთვის“, არამედ „რაიმის წინააღმდეგ“ და გლობალისტები ჩვენ სამსახურს გვიწევენ, როდესაც ცდილობენ, დაგვაძალონ იმთავითვე მიუღებელი ლგბტ, რაც სხვადასხვა ქვეყნების ტრადიციული საზოგადოებების კონსოლიდაციას იწვევს მის წინააღმდეგ.
გარდა ამისა, ევრაზიის ინსტიტუტის დირექტორმა უკრაინის თემა გამოჰყო - ქვეყნისა, რომელიც
სამწუხაროდ, უკრაინა არის მსხვერპლი არა მხოლოდ აგრესიული ანტირუსული პოლიტიკისა, რომელმაც სისხლისღვრა გამოიწვია, არამედ ის ლგბტ-ის პროპაგანდის შედეგებითაც ზარალდება. რუსეთში ბავშვები ამგვარი გავლენისგან დაცულნი არიან, უკრაინაში კი პირიქით, ისინი საფრთხის ქვეშ იმყოფებიან, რომ გახდნენ ლგბტ-ის მსხვერპლნი. უკრაინაში არა მხოლოდ აკრძალვა არ არსებობს, არამედ შუა ომში ხდება ლგბტ-ფაშიზმის კულტივირება. შეგახსენებთ ილონ მასკის მონათხრობს, რომელიც მის ერთ-ერთ ვაჟიშვილს შეეხება. საქმე ეხება მასკის შვილისთვის, რომელიც აუტიზმით არის დაავადებული, მოტყუების გზით სქესის შეცვლას. თუკი მსოფლიო მასშტაბით ასეთი გავლენიანი ადამიანი, როგორიც მასკია, დაზარალდა ლგბტ-ის ლობისტებისგან, მაშ რა დღეში იქნებიან უკრაინის ბავშვები?!
თვითდისკრედიტირებული საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მხრიდან რუსეთის ხელისუფლებისთვის უკრაინელი ბავშვების „გატაცება“ უსინდისობაა. თვით რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ ის ბავშვები, რომლებიც რუსეთში იქნენ გადაყვანილნი, უბრალოდ გამოარიდეს დაბომბვებს, ხოლო მშობლებისთვის ბავშვების წართმევის შემთხვევებს ადგილი საერთოდ არ ჰქონია. პირიქით, თუკი უკრაინაში გამოჩნდებოდნენ ხოლმე ბავშვების კანონიერი მეურვეები, ბავშვებს სახლში აბრუნებდნენ. მე კი, ჩემი მხრიდან დავამატებ, რომ ბავშვები გადაარჩინეს არა მხოლოდ ჭურვებისაგან, არამედ შესაძლო ლგბტ-გავლენისაგანაც, რომელმაც უკრაინაში პოზიციები გაიმყარა.
თბილისის სასტუმრო Swissotel-ში მრგვალი მაგიდა „ლგბტ-ის აკრძალვის რუსულო გამოცდილება“
ახლახან ძალით დახურეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საბავშვო თავშესაფრებ. ეს თავშესაფრები ეპისკოპ სპირიდონ აბულაძის პატრონაჟის ქვეშ იმყოფებოდა. მეუფე სპირიდონი ჩვენი ეკლესიის უწესიერესი მოღვაწეა, რომელსაც გულწრფელად უყვარს ბავშვები და ზრუნავდა კიდეც მათზე. აი ასეთ ადამიანს დასდეს ბრალი ბავშვების აღზრდის არასწორ მეთოდებში და სახელმწიფომ, დასავლური არასამთავრობო ორგანიზაციებისა და გაეროს ჩინოვნიკების ზეწოლით, დაახურინა ეს ძალზე საჭირო ბავშვთა სახლები. ეს ჩვენ გვახსენებს უკრაინას და ჩვენი გზა არ უნდა იყოს ანალოგიური.
დმიტრი ზახაროვმა, თავის მხრივ, თბილისში გამართული მრგვალი მაგიდის მონაწილეებს გააცნო რუსეთში ლგბტ-იდეოლოგიის აკრძალვის წინაისტორია და პრაქტიკა. მომხსენებელმა შეახსენა „დიმა იაკოვლევის კანონის“ მნიშვნელობა - რუსი ბავშვისა, რომელიც აშშ-ში მისმა მშვილებლებმა ფაქტობრივად მოკლეს. ზახაროვმა უფრო დაწვრილებით მოჰყვა ლგბტ-სა და უკრაინელი ბავშვებისა და მოზარდების მისი გავლენისგან დაცვის აუცილებლობის შესახებ. ინტერნეტ გაზეთის რედაქტორმა ასევე ყურადღება გაამახვილა უკრაინელი ბავშვებისთვის არსებულ საფრთხეზე, გახდნენ ადამიანის ორგანოებით მოვაჭრეთა მსხვერპლნი. ბავშვები ხომ განსაკუთრებულად ძვირფასი „პროდუქტია“ ამ მაფიისათვის. დმიტრი ზახაროვის სიტყვებით, უკრაინელი ბავშვების საუკეთესო დაცვა იქნება რუსეთის მიერ იმ ტერიტორიების გათავისუფლება, რომლებსაც ჯერ კიდევ აკონტროლებენ ლგბტ-ფაშისტები. მან ასევე გაიხსენა ადამიანის ორგანოებით მოვაჭრეთაგან ბავშვების გადარჩენის სირიულ გამოცდილებაზე, რაშიც გადამწყვეტი როლი რუსეთმა შეასრულა.
თბილისის სასტუმრო Swissotel-ში მრგვალი მაგიდა „ლგბტ-ის აკრძალვის რუსულო გამოცდილება“
ზახაროვმა ასევე ახსენა სიტყვა „ტოლერანტობის“ სამედიცინო წარმომავლობა, რომელიც გარე პათოგენებისადმი - ვირუსებისა და სხვათა მიმართ ადამიანის ორგანიზმის წინააღმდეგობის შესუსტებას ნიშნავს. სწორედ ასეთ „ტოლერანტობას“ გვახვევს დასავლეთი თავს ყველას, ფუთავს რა მას ლამაზად, როგორც ადამიანურ შემწყნარებლობას სხვა ადამიანების მიმართ. მაგრამ შემწყნარებლობა გარყვნილების მიმართ შეუძლებელია - დარწმუნებულია ზახაროვი. მეტიც, საჭიროა ახალი ფილმების გადაღება, სპექტაკლების დადგმა, სადაც მოხდება ჯანსაღი ოჯახური ურთიერთობების კულტივირება, ნაცვლად განქორწინებებისა, კონფლიქტებისა და ა. შ.
მე კითხვა დავუსვი ვიდეოკავშირზე მყოფ მეორე რუს გამომსვლელს, პოლიტოლოგსა და პოლიტტექნოლოგ ვლადიმირ კირეევს: რატომ არ ეშვება დასავლეთი ასე ჯიუტად მცდელობებს, პოსტსაბჭოთა სივრცეში, ტრადიციულ საქართველოსა და რუსეთში, დანერგოს იმთავითვე წამგებიანი ლგბტ-ის თემა, რამდენად არის ეს გამართლებული დასავლეთის გეოპოლიტიკის თვალსაზრისით. რუსი სპეციალისტის პასუხი მდგომარეობდა იმაში, რომ დასავლეთი ნებისმიერი მეთოდებით ცდილობს მოშალოს ტრადიციული საზოგადოება, ამ საზოგადოების საფუძვლები. საამისოდ დასავლეთი, ლგბტ-სთან ერთად, იყენებს სხვა ინსტრუმენტებსაც - ნეოფაშისტებს (რომლებიც, თავის მხრივ, ვერ იტანენ ლგბტ-ს), რელიგიურ ტერორისტებსა და ყველა ჯურის ექსტრემისტებს. დასავლეთი, რომელმაც საკუთარი განუმეორებლობა და ხელშეუხებლობა ირწმუნა, ამრიგად, მოქმედებს საკუთარივე ინტერესების საწინააღმდეგოდ - დაასკვნა კირეევმა. ამასთან, - განაგრძო რუსმა პოლიტოლოგმა, დასავლეთმა ლგბტ-ის იდეოლოგია ძალით დანერგა თავისსავე საზოგადოებებში, ხალხებში, ხოლო, დავუშვათ, ახლო აღმოსავლეთში (სადაც ასევე არსებობენ სექსუალური უმცირესობები, მაგრამ სხვა კულტურულ გარემოში), მოქმედებს უფრო სხვაგვარად, ვიდრე თავისთან ან პოსტსაბჭოთა სივრცეში, მაგრამ პრინციპები და ამოცანები იგივე რჩება.
თბილისის სასტუმრო Swissotel-ში მრგვალი მაგიდა „ლგბტ-ის აკრძალვის რუსულო გამოცდილება“
ძირითადი მომხსენებლების გამოსვლების შემდეგ შედგა აზრთა გაცვლა-გამოცვლა კითხვების ფართო წრესთან დაკავშირებით. სიტყვით გამოვიდნენ „ევრო-აზიური ალიანსის“ თავმჯდომარე ვიქტორ კუსიანი, დამსახურებული ჟურნალისტი გიგლა გობეჩია, ექიმი თინა გოცაძე, ქიმიკოსი ილონა ბაცაცაშვილი, ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე ჯენი ბურჯანაძე, ისტორიკოსი ვიქტორ ცაავა, ისტორიკოსი გიგი მაღლაკელიძე, არმიის გადამდგარი ოფიცერი პაატა აბულაძე, მღვდელი ნოე გუგუციძე, ჟურნალისტი შორენა პაპაშვილი, ჟურნალისტი ეკა ნასყიდაშვილი, ინჟინერ-ტექნოლოგი ტარიელ სუხიაშვილი, IT-სპეციალისტი და საზოგადოებრივი აქტივისტი ირაკლი ყიფიანი, სტუდენტი გიგა ქურციკიძე და სხვები.
ღონისძიების მონაწილეები გამოვიდნენ საქართველოს „უკრაინიზაციის“ წინააღმდეგ და მხარი დაუჭირეს უახლოეს მეზობლებთან ურთიერთობების განვითარებას. უახლესი ისტორიის გამოცდილება გვაჩვენებს, რა ემართება სახელმწიფოს, რომელიც ნებაყოფლობით და სრულად ემორჩილება დასავლეთის ნებას. ყველაფერი იწყება „დემოკრატიასა“ და თავისუფლებებზე ლაპარაკით, შემდეგ მოდის უმცირესობებისა და ლგბტ-ის თავისუფლება, შემდეგ კი - დასავლეთის მთავარი მიზანი, ამ სახელმწიფოს გადაქცევა რუსეთთან ომის ინსტრუმენტად. უკრაინაში მიმდინარე მოვლენები ამის ნათელი დასტურია. უკრაინა ჯერ სატყუარით ატარეს, თითქოს მიიღებდნენ ევროკავშირში (სადაც მას არასდროს არ ელიან, ისევე, როგორც სხვა „ველურებს“ - ევროპული გაგებით, ანუ საქართველოს, თურქეთს, სხვებსაც), შემდეგ იქ მოხდა „დემოკრატიული“ შეიარაღებული აჯანყება, ახლა კი უკრაინის ტერიტორიაზე იქმნება ნატოს ინფრასტრუქტურა, რომელიც მხოლოდ ომისთვისაა გამიზნული. დასავლეთს სურს ომი სხვისი ხელებით, რუსოფობიის წინასწარი გახურებით. და აი, ეს სახელმწიფო უკვე ცეცხლის ალშია გახვეული და თავისი არსებობის შეწყვეტისკენ მიექანება.
მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა ცხარე დისკუსია გამართეს შიდაპოლიტიკურ საკითხებზე, მაგრამ ერთხმად შეთანხმდნენ იმაზე, რომ საქართველოში ადგილი არ აქვს ექსტრემიზმს, მათ შორის, ლგბტ-ფაშიზმს და, საქართველო არ უნდა გადაიქცეს თავისი მეზობლების საწინააღმდეგო პლაცდარმად.
გულბაათ რცხილაძე