საქართველოში უახლოეს დღეებში ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საფრთხის დონე საშუალოა
Sputnik
თბილისი, 26 ივლისი – Sputnik. 26 – 28 ივლისს საქართველოში ამინდი გაუარესდება, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
უწყების ინფორმაციით, მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა.
28 ივლისს სანაპირო რაიონებში შესაძლებელია ქარის გაძლიერება და 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს - საფრთხის დონე საშუალოა.