საქართველო პასპორტების რეიტინგში დაწინაურდა

გასულ წელს საქართველო რეიტინგში 50-ე ადგილს იკავებდა
Sputnik
თბილისი, 25 ივლისი – Sputnik. საქართველომ 2024 წელს გლობალური პასპორტების ინდექსში 44-ე ადგილი დაიკავა და 2023 წელთან შედარებით პოზიცია ექვსი პუნქტით გააუმჯობესა, ნათქვამია საერთაშორისო კომპანია Henley & Partners-ის განცხადებაში.
სიის შედგენისას გათვალისწინებულია ისეთი ინდიკატორები, როგორიცაა გადაადგილების თავისუფლება და იმ ქვეყნების რაოდენობა, სადაც კონკრეტული ქვეყნის პასპორტის მფლობელს უვიზოდ გამგზავრება შეუძლია.
2024 წლის მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ მგზავრობა 122 ქვეყანაში შეუძლიათ.
გასულ წელს საქართველო რეიტინგში 50-ე ადგილზე იყო და მის მოქალაქეებს 116 ქვეყანაში უვიზოდ გამგზავრება შეეძლოთ.
ქვეყნები, სადაც საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ გამგზავრება შეუძლიათ: ომანი, ალბანეთი, ანდორა, ანტიგუა და ბარბუდა, არგენტინა, სომხეთი, ავსტრია, აზერბაიჯანი, ბაჰამის კუნძულები, ბარბადოსი, ბელარუსი, ბელგია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბრაზილია, ბულგარეთი, ჩილე, კოლუმბია, კუკის კუნძულები, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, დომინიკა, ეკვადორი, ესტონეთი, ფარერის კუნძულები, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, გრენლანდია, გრენადა, ჰაიტი, უნგრეთი, ისლანდია, ირანი, ისრაელი, იტალია, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალაიზია, მალტა, მავრიკი, მიკრონეზია, მოლდოვა, მონაკო, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ახალი კალედონია, ნიუე, ნორვეგია, პალესტინის ტერიტორია, პანამა, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სან-მარინო, სერბეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, სენტ-კიტსი და ნევისი, სენტ-ლუსია, წმინდა ვინსენტი და გრენადინები, შვედეთი, შვეიცარია, ტაჯიკეთი, თურქეთი, უკრაინა, ურუგვაი, უზბეკეთი, ვატიკანი, სურინამი, რუსეთის ფედერაცია, პარაგვაი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, მადაგასკარი, ჩინეთი, ტაილანდი და ფიჯი.
რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, რუსეთი და თურქეთი რეიტინგში 45-ე ადგილს იკავებენ - მათ მოქალაქეებს უვიზოდ გამგზავრება შეუძლიათ 116 ქვეყანაში, აზერბაიჯანი 71-ე ადგილზეა (71 ქვეყანა), სომხეთი 72-ე ადგილზეა (68 ქვეყანა).
მსოფლიოში ყველაზე „ძლიერი“ პასპორტის მფლობელი, რომელიც 195 ქვეყანაში უფასო მოგზაურობის საშუალებას იძლევა, სინგაპურია.
მეორე ადგილზე ექვსი ქვეყანაა: საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია და ესპანეთი, რომელთა მოქალაქეებს უვიზოდ 192 ქვეყანაში გამგზავრება შეუძლიათ.
მესამე ადგილზეა ავსტრია, ფინეთი, ირლანდია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, სამხრეთ კორეა და შვედეთი, რომელთა პასპორტი 191 ქვეყანაში მოგზაურობის საშუალებას იძლევა.
ბოლო ადგილს ავღანეთი იკავებს, რომლის პასპორტით შესვლა მხოლოდ 26 ქვეყანაში არის შესაძლებელი.
Henley & Partners წარმოადგენს სხვადასხვა ქვეყნების მთავრობების მრჩეველს ინვესტიციების გზით მოქალაქეობისა თუ ცხოვრების უფლების პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში. Henley & Partners-მა მიიზიდა 8 მილიარდ დოლარზე მეტი მსოფლიოს ეკონომიკებში სხვადასხვა საინვესტიციო პროგრამების მეშვეობით.