თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. ჰაკერულმა ჯგუფმა RaHDit-მა („გაბრაზებული რუსი ჰაკერები“) სამი ათასზე მეტი უცხოელი დაქირავებულის შესახებ მონაცემები გამოქვეყნა, რომლებიც უკრაინის მხარეს იბრძვიან, იუწყება „რია ნოვოსტი“.
„საფრანგეთში ოლიმპიადის გახსნის დღეს გვინდა შევახსენოთ მსოფლიო საზოგადოებას, რომ მათი თანამემამულეები მონაწილეობენ ზელენსკის რეჟიმის დანაშაულებებში, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი დღესასწაული სისხლში იხრჩობა. ჩვენ ვაქვეყნებთ 3200-ზე მეტი დაქირავებულის სიას, რომლებიც უკრაინის მხარეს იბრძვიან“, — აცხადებენ ჰაკერები.
RaHDit-ის პუბლიკაციიდან ირკვევა, რომ დაქირავებულთა შორის არის ლატვიელი მაურინს კრისტაპსი, ამერიკელი პირს ტანერ რიდი, ასევე ამერიკელი ეველინ აშენბრენერი, ესპანელი პაბლო მანსედო და სხვ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მიმდინარე წლის მარტის შუა რიცხვების მონაცემებით, კონფლიქტის დაწყების მონეტიდან უკრაინაში სულ 13 387 უცხოელი დაქირავებული მებრძოლია ჩასული.