მტკვარში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

Sputnik
თბილისი, 26 ივლისი – Sputnik. სოფელ მეტეხთან, მდინარე მტკვარში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს, იუწყება „რუსთავის 2" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით.
ახალგაზრდა კაცი დინებამ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელთან 13 ივლისს გაიტაცა. მაშველები მას ორი კვირის განმავლობაში ეძებდნენ.