თბილისი, 26 ივლისი— Sputnik. 2024 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 2023 წელთან შედარებით თითქმის 2%-ით გაიზარდა და 7 მლრდ კვტ/სთ შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის ვებგვერდზე (ESCO) არსებულ მონაცემებში.
საანგარიშო პერიოდში საქართველოს გენერაციამ 7,3 მილიარდი კვტ/სთ შეადგინა - 3,9%-ით მეტი 2023 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით.
გამომუშავებული ენერგიის დიდი წილი ჰიდროელექტროსადგურებზე მოდის - 6,1 მილიარდი კილოვატ/საათი. თბოელექტროსადგურებმა გამოიმუშავეს 1,2 მილიარდი კვტ სთ, ხოლო ქართლის ქარის ელექტროსადგურმა 39,37 მილიონი კვტ/სთ გამოიმუშავა, იტყობინება ESCO.
ოპერატორის მონაცემებით, ექსპორტი 0,1%-ით გაიზარდა და 757 მლნ კვტ/საათი შეადგინა. ელექტროენერგია ძირითადად თურქეთში გადიოდა, რამაც მთლიანი ექსპორტის 83,8% შეადგინა. მეზობელ ქვეყანაში 634,55 მლნ კილოვატი ელექტროენერგია გავიდა.
ასევე, საანგარიშო პერიოდში საქართველომ ელექტროენერგიის ექსპორტი განახორციელა აზერბაიჯანში (86,33 მლნ კვტ სთ), სომხეთში (78,46 მლნ კვტ სთ) და რუსეთში (0,18 მლნ კვტ სთ).
ასევე, საანგარიშო პერიოდში საქართველომ ელექტროენერგიის ექსპორტი განახორციელა აზერბაიჯანში (32 მლნ კვტ სთ) და სომხეთში (89,84 მლნ კვტ სთ).
ასევე 2024 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ ელექტროენერგიის 91,4% რუსეთიდან შემოიტანა – 417,63 მლნ კილოვატ/საათი. დანარჩენი 8,6% აზერბაიჯანზე მოდის, საიდანაც 39,34 მლნ კვტ/სთ შემოვიდა.
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება. სპეციალისტების პროგნოზით, 2030 წლისთვის ქვეყანა სერიოზული ენერგოდეფიციტის წინაშე აღმოჩნდება, რამდენადაც იმ დროისათვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 70%-ით გაიზრდება და 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს.
მეზობელ ქვეყნებზე ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს გამოიყენოს ადგილობრივი განახლებადი რესურსები.
საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) მონაცემების თანახმად, საქართველოში 2022 წელს მოიხმარეს 14,8 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია, რაც 3,8%-ით მეტია 2021 წელთან შედარებით. გამომუშავება 14,2 მლრდ კვტ/სთ იყო, რაც 12,7%-ით მეტია, ვიდრე 2021 წელს.