მსოფლიო დღეს

ბაიდენი უკრაინასა და მის პარტნიორებს დახმარებას დაჰპირდა

Sputnik
თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. შეერთებული შტატები მხარსდაუჭერს იმ ქვეყნების კოალიციას, რომელიც უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარება, განაცხადა ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო არჩევნებიდან გასვლისადმი მიძღვნილ მიმართვაში.
ვიდეომიმართვა აშშ-ისპრეზიდენტის ადმინისტრაციის YouTube-არხზეგამოქვეყნდა.
„ჩვენ გავნაგრძობთ ამაყი ერების კოალიციის მხარდაჭერას, [რომლებიც უკრაინას ეხმარებიან]... ჩვენ გავნაგრძობთ ნატოს გაძლიერებას და ალიანსს გავხდით უფრო ძლიერსა და ერთიანს, ვიდრე ოდესმე ყოფილა ისტორიაში“, — თქვა ბაიდენმა.
მისი თქმით, მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში ის ყურადღებას მთლიანად საპრეზიდენტო მოვალეობის შესრულებაზე გაამახვილებს და ასევე შეეცდება აშშ-ის უზენაესი სასამართლოს რეფორმირებას.
„მე გავნაგრძობ მუშაობას იმისთვის, რომ შეერთებული შტატები დარჩეს თავისუფალი სამყაროს ძლიერ და უსაფრთხო ლიდერად“, — აღნიშნა ბაიდენმა.
შეგახსენებთ: საპრეზიდენტო რბოლიდან გასვლის თაობაზე განცხადება ჯო ბაიდენმა გასულ კვირას გააკეთა. ამასთან პრეიდენტობის კანდიდატად მან ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს დაუჭირა მხარი.