თბილისი, 25 ივლისი – Sputnik. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლალისყურში გვიან ღამით ორი ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს, იუწყება „ტვ პირველი“.
ტელეკომპანიის ცნობით, მოკლულებიც და სავარაუდო დამნაშავეც, რომლსაც სამართალდამცველები ახლა მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებენ, თანასოფლელები არიან.
ერთ-ერთი ვერსიით, გუშინ სამივე მათგანი ერთად ქეიფობდა, რა დროსაც მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, თუმცა რა გახდა ამის მიზეზი, ჯერ-ჯერობით უცნობია.
ადგილობრივების თქმით, ერთ-ერთი დაღუპული სოფლის რწმუნებულის ძმაა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძება.