თბილისი, 23 ივლისი − Sputnik. არმიის კუთვნილმა დრონებმა დღეს დილით ყუბანის პორტ „კავკაზს“ შეუტიეს, რასაც შედეგად მსხვერპლი მოჰყვა, წერს კრასნოდარის მხარის გუბერნატორი ბენიამინ კონდრატიევი საკუთარ Telegram-არხზე.
მისი თქმით, „კიევის რეჟიმმა კვლვა სცადა ტერაქტი მოეწყო კრასნოდარის მხარის ტერიტორიაზე“ და ამ მიზნით დრონებით შეტევა მოაწყო პორტში მდგომ ბორანზე.
„სამწუხაროდ, ეკიპაჟის წევრებსა და პორტის თანამშრომლებს შორის არიან დაშავებულები და დაღუპული“, − წერს გუბერნატორი.
ამავე დროს კონდრატიები აკონკრეტებს, რომ თავდასხმას ხანძარი მოჰყვა, თუმცა აალება ლოკალური იყო და ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ წარმოშობილა.