წვიმა, ელჭექი და სეტყვა: როგორი ამინიდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი გამოაქვეყნა.
Sputnik
თბილისი, 22 ივლისი - Sputnik. საქართველოს ცალკეულ რაიონში 26 ივლისამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
სინოპტიკოსების ცნობით, თბილისში23-24 ივლისს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო25 ივლისს მოიღრუბლება და გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა23-24 ივლისს დღისით პლუს 33-35, 25 ივლისს კი პლუს 27-29 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) 23 და 25 ივლისს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო24 ივლისს გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 27-29 გრადუსი იქნება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 23 და 25 ივლისს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო24 ივლისს გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 31-33 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი) ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისითპლუს 28-30 გრადუსი იქნება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო) ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურაპლუს 26-28 გრადუსია მოსალოდნელი.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისითპლუს 32-34 გრადუსი იქნება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა23-24 ივლისს დღისითპლუს 33-35 გრადუსი იქნება, ხოლო25 ივლისს პლუს 25-27 გრადუსამდე დაიკლებს.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისითპლუს 28-30 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისითპლუს 23-25 გრადუსი იქნება.