კრემლში ზელენსკის განცხადებაზე კომენტარი გაკეთდა

Sputnik
თბილისი, 22 ივლისის − Sputnik. ჯერჯერობით ვერაფერზე ვიმსჯელებთ, დაველოდოთ კონკრეტულ ნაბიჯებს, ასეთი კომენტარი გააკეთა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვებზე რუსეთთან დიალოგის შესაძლებლობის შესახებ.

„კონკრეტულად რა დგას ამ სიტყვების მიღმა? კონკრეტულად რა გეგმებზე, რა ქმედებებზეა ამ მიმართულებით ლაპარაკი, თუ სერიოზულად მიდის საუბარი? ჩვენ ჯერჯერობით ვერ ვიმსჯელებთ, ალბათ რაღაც კონკრეტულ ქმედებებს უნდა დაველოდოთ, თუ ასეთი რამ საერთოდ მოხდა“, − ციტირებს „რია ნოვოსტი“ პესკოვს.

ამასთან კრემლის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ უკრაინის განცხადებები რუსეთთან დიალოგისთვის მზაობის შესახებ უკეთესია, ვიდრე სიტყვები „უკანასკნელ უკრაინელამდე“ ბრძოლის შესახებ.
მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინისთვის დასავლეთის ქვეყნების დახმარება არ უწყობს ხელს კონფლიქტის მოგვარებას და მხოლოდ აჭიანურებს მას, თუმცა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის შედეგზე ეს გავლენას ვერ მოახდენს“.
მანამდე ზელენსკიმ განაცხადა, რომ უშვებს რუსეთის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების შესაძლებლობას კონფლიქტის დასასრულებლად, მიუხედავად იმისა, რომ კიევმა მოსკოვთან მოლაპარაკებები საკანონმდებლო დონეზე აკრძალა.