თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. Hyundai, Toyota და Ford-ი საქართველოში 2024 წლის პირველ კვარტალში რეგისტრირებული ყველაზე პოპულარული მარკის მსუბუქი ავტომობილებია, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
ამასთან, საქართველოში ყველაზე გავრცელებულ ავტომობილებად რჩება Toyota Prius-ი (დაახლოებით 47 ათასი ავტომობილი), Opel Astra (37,6 ათასი), Hyundai Fit-ი (23,9 ათასი), VAZ 21063 (23 ათასი) და Mercedes-Benz C-Class (18,4 ათასი).
აღსანიშნავია, რომ ქართველები უპირატესობას ანიჭებენ ნაცრისფერ, თეთრ და შავი ფერების ავტომობილებს. ჯამში ქვეყანაში 454,7 ათასი ნაცრისფერი, 381 ათასი თეთრი და 240,7 ათასი შავი ფერის ავტომობილი მოძრაობს.
ავტომობილების 41,2% მუშაობს ბენზინზე, 19,7% დიზელზე, 16,7% კი ჰიბრიდულ საწვავზე.
2024 წლისთვის საქართველოში რეგისტრირებული იყო 1,6 მილიონი ავტომობილი, აქედან 1,4 იყო მსუბუქი ავტომობილი, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანაში ყოველ 1 ათას ადამიანზე საშუალოდ 357 ავტომობილი მოდის.