თბილისი, 21 ივლისი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე 48 წლის მამაკაცს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შემთხვევა იმერეთში, ხონის მუნიციპალიტეტში 18 ივლისს მოხდა.
გამოძიების ცნობით, ასხის მთაზე არსებულ საძოვარზე ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 34 წლის მამაკაცს დანით გულმკერდის არეში ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანების შედგეგად დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 19 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება სსკ-ის108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 19 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება სსკ-ის108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მწყემსებს შორის დაპირისპირება, სავარაუდოდ, საქონლის გაყოფას უკავშირდება. მოკლულია მარტვილის მკვიდრი მამაკაცი.