ორშაბათს თბილისის ბაგა-ბაღებში რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

რეგისტრაცია ელექტრონული ფორმატით თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე განხორციელდება.
Sputnik
თბილისი, 20 ივლისი - Sputnik. თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში 2024-2025 სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა ელექტრონული რეგისტრაციის მესამე ეტაპი 22 ივლისს დაიწყება, იუწყება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო.
რეგისტრაციის მეორე ეტაპი 15 ივლისს, 10:00 საათზე დაიწყო და 21 ივლისს დასრულდება.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე www.kids.org.ge დარეგისტრირება 2-დან 6 წლამდე საქართველოს მოქალაქეებს ან ბინადრობის უფლების მქონე ბავშვებს, რეგისტრაციის ადგილის განურჩევლად 10:00 საათიდან შეეძლებათ.
რეგისტრაციის გავლას შეძლებს ყველა ის ბავშვი, რომელსაც სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასაწყისში, 16 სექტემბრის მდგომარეობით, შეუსრულდება ორი წელი.
იმ შემთხვევაში, თუ მშობელი ვერ ახერხებს ბავშვის ელექტრონულ რეგისტრაციას, მას შეუძლია, განცხადებით მიმართოს საცხოვრებელ ადგილთან ახლომდებარე რაიონულ სერვისცენტრს ან სასურველ საბავშვო ბაგა-ბაღს.
იმ შემთხვევაში, თუ მშობელი ვერ ახერხებს ბავშვის ელექტრონულ რეგისტრაციას, მას შეუძლია, განცხადებით მიმართოს საცხოვრებელ ადგილთან ახლომდებარე რაიონულ სერვისცენტრს ან სასურველ საბავშვო ბაგა-ბაღს.
თბილისის ტერიტორიაზე 180-ზე მეტი სახელმწიფო საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს.