მდინარე ენგურში 15 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს

მოზარდი ანაკლიაში სტუმრად იმყოფებოდა და თანატოლებთან ერთად მდინარეზე წავიდა.
Sputnik
თბილისი, 19 ივლისი - Sputnik. განმუხურში, მდინარე ენგურში მაშველებმა 15 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
ამ დროისთვის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი ანაკლიაში სტუმრად იმყოფებოდა და 18 ივლისს თანატოლებთან ერთად მდინარეზე წავიდა.
ბიჭი სხვა ბავშვებმა ადგილზე მისვლიდან მალევე ვეღარ შეამჩნიეს და ძებნა დაიწყეს. მდინარის ნაპირზე მოზარდის პირადი ნივთები, მათ შორის მისი ტანსაცმელი იპოვეს.