მოსაზრება: უკრაინული არმია მოუმზადებელ პოზიციებზე იხევს უკან

Sputnik
რუსეთის ჯარები წარმატებით ათავისუფლებენ დნეპრის მარხენა სანაპიროს უკრაინის არმიის ქვედანაყოფებისაგან, ბანდერეველებისაგან და უცხოელი დაქირავებულებისაგან. მოწინააღმდეგე დიდი დანაკარგებით იხევს უკან, დასახლებული პუნქტებისაგან ვოსხოდ, უროჟაინოე, ლენონსკოე. გააფთრებული ბრძოლები ტორეცკის შემოგარენში მიმდინარეობს.
უკრაინის სარდლობას კრასნოგოროვკიდან გაჰყავს 79-ე სადესანტო-მოიერიშე ბრიგადისა და 59-ე მოტო -სახმელეთო ბრიგადის ნარჩენები. რუსული ჯარები ქალაქის ტერიტორიის უკვე 90 პროცენტს აკონტროლებენ. ამ სამხედრო ნაწილებს არ გააჩნიათ წინასწარ მომზადებული სათადარიგო პოზიციები. ამ დროს, ტორეცკი კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინის თავდაცვის მდგრადობისათვის, მისი მოახლოვებული განთავისუფლება რუსულ არმიას გზას უხსნის კონსტანტინოვკისაკენ, დრუჟკოვკისაკენ, კრამატორსკსა და სლავიანსკისაკენ და, ზოგადად, სპეციალური ოპერაციის მსვლელობას აჩქარებს.
კიევის შეიარაღებული ძალების იზრდება. აშშ-ს ინტერესებისათვის ივლისში ყოველ დღე-ღამეში 2000-მდე უკრაინელი სამხედრო იღუპება. მთლიანობაში, სპეციალური სამხედრო ოპერაციის მსვლელობისას რუსულმა ჯარებმა გაანადგურეს მოწინააღმდეგის 628 თვითმფრინავი, 277 ვერტმფრენი, 27709 უპილოტო საფრენი აპარატი, 552 საზენიტო სარაკეტო კომპლექსი, 16602 ტანკი და სხვა საბრძოლო ჯავშანმანქანები, საველე არტილერიის იარაღის 12013 ერთეული და სპეც.
ავტოტექნიკის 23 000-ზე მეტი ერთეული. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მონაცემები ცხადყოფს: ნატოს ათეულობით ქვეყნის და მათ მიერთებული „დონორების“ სამხედრო დახმარება უაზრო აღმოჩნდა - უკრაინული პროქსი-ჯარი და კოლექტიური დასავლეთი აშკარად აგებს ომს რუსეთთან, რომლის არმია და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი „მოულოდნელად“ გამოდგა გაცილებით უფრო ეფექტური, ვიდრე „დემოკრატიების“ კოალიციის.
რუსეთმა უკვე გააფრთხილა ბრიტანეთის ხელმძღვანელობა, რომ მოუწევს, პასუხი აგოს უკრაინისათვის ნებართვისათვის, გამოიყენოს მიწოდებული იარაღი რუსეთის ტერიტორიებზე დარტყმებისათვის. მეორე დღესვე ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ უარყო გაცემული ნებართვა, Storm Shadow რაკეტების გამოყენებაზე რუსეთზე დარტყმებისათვის...
ნატოს სამხედრო ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ უკრაინის გენშტაბს „კვლავინდებურად ძალუძს რესურსების მობილიზება და ძალების კონცენტრირება მოახდინოს, საკუთარ ქვედანაყოფებს მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერა აღმოუჩინოს“. რახან შეუძლია, ე.ი. უნდა აწარმოოს ომი უკანასკნელ უკრაინელამდე. „მოკავშირეების“ ასეთი მიდგომა უკრაინას წირავს, პირდაპირი მნიშვნელობით, განადგურებისათვის.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე