თბილისი, 18 ივლისი − Sputnik. ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის მთავარი თემა, რომელიც დიდ ბრიტანეთში 18 ივლისს იმართება, უკრაინაში კონფლიქტის ირგვლივ არსებული ვითარება იქნება, განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა.
„მათთვის უკრაინა მთავარი თემა იქნება, როგორც წესი. ჩამოვა ზელენსკი, რათა კიდევ ერთხელ დაგვანახოს, რომ ისინი არასდროს წავლენ დათმობებზე, რათა გვანახონ ერთობა. ზოგი ჩვენგანი კი შეხედავს და ჩუმად იქნება, სანამ ყველაფერი ასე, ნორმალურად მიდის, და დაელოდება, იქნება თუ არა რაიმე მნიშვნელოვანი სიახლეები“, − აღნიშნა ვუჩიჩმა.
აღსანიშნავია, რომ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების კონცეფცია საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ეკუთვნის. მისი შექმნა 2022 წლის მაისში გამოცხადდა. გაერთიანებაში შედიან: ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, ნორვე გია, შვეიცარია, ისლანდია, ლიხტენშტეინი, დიდი ბრიტანეთი, უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი.
გავრცელებული ინფორმაციით, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეოთხე სამიტზე შესაძლოა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის სამშვიდობო გეგმაზე მსჯელობა დაიწყოს უკრაინასთან დაკავშირებით.