თბილისი, 17 ივლისი – Sputnik. თბილისში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან ახალგაზრდა ქალი გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
უბედური შემთხვევა გლდანში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ინდოეთის მოქალაქეა.
ადგილობრივების განცხადებით, ქალი, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
პოლიციამ გარდაცვლილი ქალის ბინაში მყოფი ორი პირი გამოიკითხვაზე გადაიყვანა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.