საქართველოში მიწისძვრა მოხდა

ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
Sputnik
თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. დედოფლისწყაროდან 5 კილომეტრში, სოფელ ლენინოვკაში 4,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, ნათქვამია სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.
მიწისძვრის ეპიცენტრი, რომელიც 06:09 საათზე დაფიქსირდა, 38 კმ სიღრმეში მდებარეობდა.
ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.