„საჯაროდ აღიაროს“: დასახელდა უკრაინაში მშვიდობის დამყარების პირობა

Sputnik
თბილისი, 17 ივლისი − Sputnik. დასავლეთის ქვეყნებმა, მშვიდობის მისაღწევად, ღიად უნდა თქვან უარი უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე, წერს ამერიკული გამოცემა The National Interest.
„უკრაინამ უნდა აღადგინოს უწინდელი ნეიტრალიტეტი. თავის მხრივ, დასავლეთის ლიდერებმა საჯაროდ უნდა აღიარონ უკრაინის ნეიტრალური პოზიცია“, − წერს გამოცემა.
როგორც სტატიაშია ხაზგასმული, კიევისთვის მიცემული დაპირება, რომ ნატო-ს წევრი გახდება, დიდი რისკის შემცველი უფროა, ვიდრე სარგებლისა.
გარდა ამისა, პუბლიკაციის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დაწყებამდე აუცილებლად უნდა შეწყვიტოს დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების მოთხოვნა, როგორც ამას ზელენსკი აკეთებს.
ივნისში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირებისთვის ახალი სამშვიდობო წინადადებები წამოაყენა. მათ შორისაა: ყირიმის, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების რუსეთის რეგიონებად აღიარება, უკრაინის არაბლოკური და არაბირთვული სტატუსის განმტკიცება, მისი დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია, ანტირუსული სანქციების გაუქმება. უკრაინულმა მხარემ პუტინის ინიციატივა უარყო.