თბილისი, 17 ივლისი − Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის, ლინდა თომას-გრინფილდის გამოსვლაზე ირონიული კომენტარი გააკეთა, იუწყება „რია ნოვოსტი“,
„მადლობას ვუხდი შეერთებული შტატების წარმომადგენელს ფერადოვანი გამოსვლისთვის“, − თქვა ლავროვმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე.
გავრცელებული ინფორმაციით, ლინდა თომას-გრინფილდმა თავის სიტყვაში ვაშინგტონის მთავარი მოსაზრებები გაიმეორა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით. მისი თქმით, კონფლიქტის დროს რუსეთმა სურსათი იარაღად აქცია და ამან ვითარება არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ მთელ მსოფლიოში გააუარესა.
გარდა ამისა, ამერიკელმა დიპლომატმა განაცხადა, რომ მოსკოვი ბირთვულ შანტაჟს მიმართავს.
მანამდე ლავროვმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ რუსეთის შეთავაზება − ეს უკრაინის კრიზისის ძირეული მიზეზების აღმოფხვრაა. ამასთან მიმდინარე კონფლიქტის მოგვარება უნდა მოიცავდეს დასავლეთის ქვეყნებიდან მომდინარე საფრთხეების აღმოფხვრასაც.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა უარყო ლავროვის წინადადება და განაცხადა, რომ ვაშინგტონი კვლავაც განაგრძობს მუშაობას უკრაინის ხელისუფლებასთან.