თბილისში ხანძარს ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ამ დროის უცნობია.
Sputnik
თბილისი, 16 ივლისი - Sputnik. თბილისში, ისნის რაიონში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 30 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა.
შემთხვევა თბილისში, წმინდა ბარბარეს უბანში (ე.წ. ზეემკის დასახლება) მოხდა. ცეცხლი ორსართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩნდა.
საგანგებო სიტუაციებისმართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.
რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.