თბილისი, 16 ივლისი - Sputnik. საქართველოს პარლამენტის 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო) რეგისტრაციის მოთხოვნით 28 პოლიტიკურმა გაერთიანებამ მომართა, საიდანაც უკვე რეგისტრირებულია 9 პოლიტიკური პარტია, ხოლო რეგისტრაციის პროცედურებს გადის 19, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცენტრალური საარჩევნო კომისია პარტიებს ორ კატეგორიად ყოფს: კვალიფიციურ და არაკვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებად. კვალიფიციურ სუბიექტებად მოიხსენიებენ პარტიებს, რომლებიც წინა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობდნენ და საარჩევნო წელს პარლამენტში საკუთარი წარმომადგენელი ჰყავთ.
15 ივლისს დასრულდა არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად იმ პოლიტიკური პარტიების სარეგისტრაციო განაცხადების მიღება, რომლებსაც არჩევნების დანიშვნის დროისთვის არ ჰყავთ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები.
საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, პარტია ვალდებულია პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 1 აგვისტოსი, ცესკოს წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი არანაკლებ 25 ათასი ამომრჩევლის სია.
2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში რეგისტრირებული არაკვალიფიციური საარჩევნო სუბიექტები:
1.
„საქართველო“2.
„მესამე გზა“3.
საქართველოსლეიბორისტული პარტია4.
„გახარია საქართველოსთვის“5.
„ჩვენი გაერთიანებული საქართველო“6.
საქართველოსსოციალ-დემოკრატიულიპარტია7.
სამართლიანობისთვის8.
თავისუფალისაქართველო9.
„მემარცხენე ალიანსი“კვალიფიციური სუბიექტები კი, რომლებსაც შეუძლიათ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია არჩევნების თარიღის გამოცხადების შემდეგ დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე გაიარონ, არიან:
1.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“2.
„ლელო საქართველოსთვის“3.
„ახალი პოლიტიკური ცენტრი“ - “გირჩი“4.
„ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები“5.
„ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“6.
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“7.
„გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი“8.
„კანონი და სამართალი“9.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“10.
„საქართველოს ევროპელი დემოკრატები“11.
„საქართველოს რესპუბლიკური პარტია“12.
„მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“13.
„პროგრესი და თავისუფლება“.კვალიფიციურმა სუბიექტებმა პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად, პარტიის ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი სათანადო განცხადებით უნდა მიმართონ ცესკოს თავმჯდომარეს, არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა (30 აგვისტო).
საქართველოში არსებობს მკაცრი შეზღუდვა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში უცხოელების მონაწილეობაზე. ბინადრობის მიუხედავად, უცხოელს არ აქვს უფლება შექმნას პარტია, გახდეს პარტიის წევრი, გააკეთოს შემოწირულობა პარტიის სასარგებლოდ. გარდა ამისა, უცხოელებს არჩევნებში მონაწილეობის უფლებაც არ აქვთ.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს გაიმართება. ეს იქნება პირველი არჩევნები, რომელიც უბნების 90%-ზე ელექტრონული ტექნოლოგიით ჩატარდება. ამომრჩევლები ხმას მისცემენ ისევ საარჩევნო უბნებზე, მაგრამ ახალი ბიულეტენებით, შედეგები სპეციალური მთვლელი მანქანის მეშვეობით დაითვლება. მანამდე ელექტრონული კენჭისყრის სისტემა ფარავდა უბნების მცირე ნაწილს და საპილოტე რეჟიმში ხორციელდებოდა.
ეს ასევე იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიებისთვის ხმის მიცემის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
საპარლამენტო უმრავლესობის მოსაპოვებლად, რაც მთავრობის ერთპიროვნული დამტკიცების საშუალებას იძლევა, პარტიას მოუწევს ამომრჩეველთა სულ მცირე 50%-ის მხარდაჭერის მოპოვება, რომლებიც მივლენ საარჩევნო უბნებზე როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.