ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი კვლავ იზრდება

ბოლო 10 წელიწადში ატმისა და ვაშლატამას ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 150 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.
Sputnik
თბილისი, 16 ივლისი – Sputnik. მიმდინარე წლის 1 მაისიდან დღემდე საქართველოდან 10,8 ათასი ტონა ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი განხორციელდა, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.
სამინისტროს ცნობით, ექსპორტზე გასული ხილის საერთო ღირებულებამ 12,2 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის მოცულობა 15%-ით, ხოლო ღირებულება 21%-ით გაიზარდა.
უწყების ცნობით, 5%-ით გაზრდილია ატმისა და ვაშლატამას საექსპორტო ფასიც, რომელიც ამ დროისთვის1.13 აშშ დოლარია.
ბოლო10 წელიწადში ატმის და ვაშლატამას ექსპორტმა165 ათას ტონას გადააჭარბა - ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა კი150 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.
ატმის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით მთელი სეზონის განმავლობაში სპეციალური სამუშაო ჯგუფი მუშაობს, რომელიც უზრუნველყოფს პროდუქციის ექსპორტისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებასა და გაცემას „ერთი ფანჯრის" პრინციპით.
პროდუქციის ექსპორტი ხორციელდება რუსეთში, ყაზახეთში, ერაყში, ირანში, ბელარუსში, მოლდოვასა და სხვა ქვეყნებში.