თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. ინგლისისა და ესპანეთის ნაკრებებს შორის გამართული ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩი ესპანეთის გამარჯვებით ანგარიშით 2:1 დასრულდა.
მატჩი ბერლინის „ოლიმპიაშტადიონზე“ გაიმართა.
მატჩში ანგარიში ესპანეთმა გახსნა - 47-ე წუთზე ლამინე იამალის საგოლე პასით ნიკო უილიამსმა უზუსტესი დარტყმა შეასრულა და ესპანეთი 1:0 დააწინაურა. ინგლისმა ანგარიში მეორე ტაიმში გაათანაბრა - 73-ე წუთზე მეტოქის კარში გოლი კოულ პალმერმა გაიტანა. მატჩის 86-ე წუთზე კი ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელმა მიკელ ოიარსაბალმა საჩემპიონო გოლი გაიტანა.
ესპანეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონი მეოთხედ გახდა.
ევროპის ჩემპიონატი წელს გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის პერიოდში ჩატარდა.