დეპუტატი: ექს-პრემიერი გახარია ხაზარაძის ფულზე ნადირობს

რაქვიაშვილის თქმით, ყველას, ვისაც ხაზარაძის ფულის მოპოვება უნდა, მოქმედების თავისი ტაქტიკა აქვს
Sputnik
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის" „თიბისი ბანკის" და პარტია „ლელოს" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის ფულზე ნადირობს, რომელიც ოპოზიციას აფინანსებს, განაცხადა ოპოზიციური პარტია „გირჩის" წევრმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.
პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია მზადაა ბევრი იმუშაოს იმისთვის, რომ პარტია „ლელო" „განაცებისგან" გადაარჩინოს, ამის შესახებ პოლიტიკოსმა „ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
„მოგეხსენებათ, ოპოზიციურ ფლანგზე სულ ორ ადამიანს აქვს ფული - კეზერაშვილს და ხაზარაძეს. გასაგებია, რომ კეზერაშვილი „ნაცებს” აფინანსებს და ახლა ხაზარაძის ფულზე მიდის ნადირობა. ჯერ ნიკა გვარამიამ სცადა ამ ფულის მოპოვება, ახლა კი გიორგი გახარიან ცდილობს", - განაცხადა რაქვიაშვილმა ჟურნალისტებთან.
დეპუტატის თქმით, ყველას, ვისაც ხაზარაძის ფულის მოპოვება უნდა, თავისი ტაქტიკა აქვს: ვიღაც კომპლიმენტს ეუბნება, ვიღაც გადარჩენას სთავაზობს, მაგრამ ყველას ერთი მიზანი აქვს - ფულის შოვნა საპარლამენტო არჩევნების წინ.

„არ მგონია, რომ ამ შემთხვევაში ისე უნდა გავიგოთ, როგორც ნათქვამია. უბრალოდ, გახარიამ ვერ თქვა, რომ „ფული გვინდაო“, - განაცხადა რაქვიაშვილმა.

როგორც „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, თავად გახარიას რამდენიმე საკრებულოში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აქვს კოალიცია, ამიტომაც ნაკლებსავარაუდოა, რომ მას რაიმე განსაკუთრებული გამოცდილება აქვს „განაცებისგან გადარჩენის”.
როგორც ადრე პარტია „საქართველოსთვის" წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა, პარტია მზად არის საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან თანამშრომლობისთვის.
პარტიებმა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ლელო საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ და „ახალმა“ ხელი მოაწერეს თანამშრომლობის შესახებ დეკლარაციას და შეთანხმდნენ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე საუკეთესო შედეგის მისაღწევად 8 ივლისამდე იპოვიან „ერთობის ყველაზე ეფექტურ კონფიგურაციას".
8 ივლისს ცნობილი გახდა, რომ სამმა ოპოზიციურმა პარტიამ „ახალი“, „დროა“ და „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ საპარლამენტო არჩევნებისთვის გაერთიანება გადაწყვიტეს.
„ახალის" დამფუძნებლის ნიკა გვარამიას თქმით, მათ პარტიასთან „ლელო საქართველოსთვის“ თანამშრომლობაზე შეთანხმება ჯერჯერობით ვერ მოახერხეს.
საქართველოში 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, რომელიც იქნება პირველი და უნიკალური როგორც კენჭისყრის, ისე საარჩევნო სისტემის თვალსაზრისით. ეს იქნება პირველი არჩევნები, როდესაც ელექტრონული სისტემა დაინერგება საარჩევნო უბნების უმრავლესობაში და უბნების 90%-ს მოიცავს. პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 5%-ს მიიღებს.
ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს.