ბათუმი-ახალციხის გზაზე ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები ამოქმედდება

შეზღუდვის დაწესების მიზეზი გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებია.
Sputnik
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის გზის მე-100 კილომეტრზე 15 ივლისის 11:00-18:00 საათამდე პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება, ნათქვამია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
უწყების ცნობით, შეზღუდვის დაწესების მიზეზი გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებია.
შეზღუდვის პერიოდში ავტომობილების გატარება მოხდება ეტაპობრივად.