მოსაზრება: პენტაგონის წრთვნები საქართველოში გაუქმებულია

Sputnik
აშშ-ს „ღირსეული პარტნიორობა“ საქართველოსთან არ იქნება და ეს არა მარტო თბილისის შემოგარენში პენტაგონის მანევრებს Noble Partner 2024 -ს ეხება. სამხრეთ კავკასიის მეზობელ რესპუბლიკებს ბევრი რამის სწავლა შეუძლიათ საქართველოს დასავლეთთან არასწორუფლებიანი სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობების გამოცდილების მაგალითზე.
თბილისისათვის ჭეშმარიტების მომენტი დადგა, თანაც, ამერიკული მოდელის მიხედვით შექმნილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებისთანავე.
ამ კანონის წინააღმდეგ სამართლებრივი არგუმენტები არავის წარმოუდგენია, მაგრამ „ჰეგემონი“ გაცხარებულია. აშშ-ს, ნატოს, ვროკავშირისა და ეუთოს მრისხანე რეაქციამ ცხადყო სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების ანტისახელმწიფოებრივი როლი და არსი, რომლებიც სპეციალურადაა შექმნილი და უხვად ფინანსდება უცხოური ფონდებითა და მთავრობების მიერ, საქართველოსა და მისი ხალხის ფარული და ანგარებითი მართვისათვის.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და პენტაგონის გადაწყვეტილებით, გაურკვეველი ვადით გადაიდო მრავალეროვნული წრთვნები Noble Partner 2024, რომლებიც 2016 წლიდან საქართველოში სისტემატურად ტარდებოდა, ნატოს ათობით ქვეყნის, აზერბაიჯანის, სომხეთის, ბოსნიის და ჰერცეგოვინის, უკრაინის, იაპონიის მონაწილეობით.
თეთრ სახლში ამ დღეებში განაცხადეს, რომ თბილისთან თანამშრომლობის ყველა პროგრამა გადაიხედება, „საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული სტრატეგიული კურსის ცვლილების“ კონკრეტული მიზნით. მანამდე კი, ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
ევროკავშირმა 30 მილიონი ევრო გაყინა, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალებისათვის იყო განკუთვნილი, შეაჩერა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი. დასავლეთის ქვეყნები თბილისის მისამართით მუქარებით გამოვიდნენ... გერმანიის მთავრობამ, ევროკავშირისა და აშშ-ს კვალ და კვალ, განაცხადა საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის თაობაზე.
ასეთი მწვავე რეაქცია მეტყველებს იმაზე, რომ ამერიკელები და მათი ევროპელი მოკავშირეები, თავისი ზრუნვითა და საერთაშორისო სამხედრო მანევრებით, მრავალი წელი ამზადებდნენ საქართველოს და მთელ სამხრეთ კავკასიას რუსეთთან დიდი ომოსათვის. საქართველოს რეალური სუვერენიტეტი და კანონშემოქმედებითი დამოუკიდებლობა ვაშინგტონის წესებით გათვალისწინებული არ არის.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2025 წელი უნდა გახდეს ქართული სახელმწიფოს, ქართული საზოგადოების, ქართული პოლიტიკის „ლიბერალური ფაშიზმისაგან“ სრული განღავისუფლების წელიწადად და ამისათვის ყველა აუცილებელი რესურსი არსებობს. მთავარია - „გავუძლოთ დასავლეთის ზეწოლას და მოვიგოთ საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერში“.
ნატოს გეგმის მიხედვით, საქართველოს ჯერ კიდევ 2022 წელს რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტი“ უნდა გაეხსნა, გადაექაჩა რუსეთის საჯარისო ნაწილების ნაწილი უკრაინის ფრონტიდან, ანუ, თვითმკვლელობა უნდა ჩაედინა. თბილისში პოლიტიკურმა საღმა აზრმა გაიმარჯვა , მაგრამ დასავლეთი ოპოზიციაში „ინვესტირებას“ აგრძელებს.
ამერიკული ფული ამჯერად გადამისამართებულია საქართველოს „მეამბოხე“ მთავრობასთან საბრძოლველად... ნიშანდობლივია, რომ ამერიკის ისტორიაში არ არსებობს არც ერთი მაგალითი იმისა, რომ ვაშინგტონი სხვა სახელმწიფოს უანგაროდ დახმარებოდა - იარაღით ან ჯარებით.
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა 9 ივლისს განაცხადა, რომ აშშ პრინციპულად არის განწყობილი, მიაღწიოს იმას, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, საქართველოში ხელისუფლება შეიცვალოს - მორიგი „ფერადი რევოლიციის“ ფორმატში. ამერიკელმა „კურატორებმა“ უკვე გასცეს ქართულ ოპოზიციას (და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს) განკარგულება, მოამზადონ თბილისში „სახალხო რისხვა“ და პროტესტები, ანტირუსული რიტორიკისა და პროვოკაციების საფუძველზე. ..
როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები საქართველოში, 2024 წლის მეორე ნახევარში ქვეყანას დიდი გამოცდები ელოდება.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე