თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელთან სარკინიგზო ლიანდაგზე მოძრავი ლოკომოტივი 35 წლის კაცს დაეჯახა - დაშავებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი“.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო, რაც რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.