თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. მსოფლიოში BRICS-ის თანამშრომლობის საპარლამენტო განზომილებისადმი ნდობა და ინტერესი იზრდება, ორგანიზაციის მუშაობის პრინციპები იზიდავს მონაწილეებს საერთაშორისო აქტივობებში, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) თავმჯდომარესთან, ტანზანიის გაერთიანებული რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერთან, ტულია ექსონთან შეხვედრაზე.
პუტინმა მადლობა გადაუხადა ექსონს BRICS-ის საპარლამენტო ფორუმზე დასწრებისთვის.
„მინდა აღვნიშნო, რომ BRICS-ის საპარლამენტოფორუმში მონაწილეობს 400 დელეგატი მსოფლიოს 18 ქვეყნიდან და ესნამდვილად მიუთითებს იმაზე, რომ როგორცმთლიანობაში, ისე თანამშრომლობის საპარლამენტო განზომილებაში, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან BRICS-ისადმი ინტერესი და ნდობა იზრდება. ეს გასაგებიცაა, რადგანBRICS-ის პრინციპები მუშაობს — დაეს არის ჭეშმარიტითანასწორობადა ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინება — და შეუძლებელია, რომ საერთაშორისოაქტივობებში მონაწილეები არ მიიზიდოს“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა სანქტ-პეტერბურგში გამართულ შეხვედრაზე.
სახელმწიფოსმეთაურმა აღნიშნა, რომ საპარლამენტთაშორისო კავშირი მსოფლიოში პატივცემული ორგანიზაციაა და დასძინა, რომ მოსკოვი მიესალმება იმ ფაქტს, რომ IPU-ს აფრიკის წარმომადგენელი ხელმძღვანელობს.
„ჩვენი მხრივ, თქვენი მხარდაჭერის იმედი გვაქვს BRICS–ის საპარლამენტო განზომილების საქმეში, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და ქმნის საფუძველს არა მხოლოდ მონაწილე სახელმწიფოებს შორის მარეგულირებელი ბაზის გაძლიერების მიზნით ერთობლივი მუშაობისთვის, არამედ, ქმნის ხელსაყრელ ჰუმანიტარულ ატმოსფეროს საერთო განვითარების მიზნების მისაღწევად“, - ხაზგასმით აღნიშნა პუტინმა.