მაისში ქართულ ბანკებში დეპოზიტების მოცულობა გაიზარდა - მონაცემები განახლდა

ეროვნული ბანკის მონაცემებით, დეპოზიტების ლარიზაციის დონემ მიმდინარე წლის 1–ელი ივნისის მდგომარეობით 50,21% შეადგინა
Sputnik
თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. 2024 წლის 1-ელი ივნისისთვის საბანკო სექტორში დეპოზიტების მოცულობამ 52,98 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 635,3 მლნ ლარით, ანუ 1,21%-ით მეტია 2024 წლის მაისის მაჩვენებელზე, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.
ანგარიშის თანახმად, მაისში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები გაიზარდა 92,34 მლნ ლარით, ანუ 0,4%-ით, ხოლო დეპოზიტები მოთხოვნამდე – 542,96 მლნ ლარით, ანუ 1,85%-ით.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, დეპოზიტების ლარიზაციის დონემ, მიმდინარე წლის 1–ელი ივნისის მდგომარეობით 50,21% შეადგინა, რაც 1,54 პროცენტული პუნქტით მეტია 2024 წლის 1–ელი მაისის მაჩვენებელზე.
მაისში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7,39% შეადგინა, მათ შორის 9,03% - ლარის დეპოზიტებზე, ხოლო 1,78% – უცხოურ ვალუტაში დეპოზიტებზე.
მაისის ბოლოს საქართველოში 17 კომერციული ბანკი ფუნქციონირებდა, აქედან 15 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.