გარემოს ეროვნული სააგენტო: უახლოეს საათებში ​ ამინდი გაუარესდება

მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს
Sputnik
თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 10 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან გვიან ღამემდე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„10 ივლისს, უახლოესი საათებიდან გვიან ღამემდე, დასავლეთ საქართველოს მთიან და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, მათ შორის დედაქალაქში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება", - ნათქვამია განცხადებაში.
მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს, პატარა შესაძლოა მდინარეებზე წყალმოვარდნები.
გარდა ამისა, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლოა გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს - საფრთხის დონე საშუალო.