თბილისის ქუჩები ყოველდღე მოირეცხება

მთელი ზაფხულის განმავლობაში სისტემატურად მოირეცხება ცენტრალური და მეორეხარისხოვანი გზები.
Sputnik
თბილისი, 9 ივლისი - Sputnik. დედაქალაქის ქუჩებში ყოველდღიური მორეცხვის სამუშაოები დაიწყო, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
თბილისის მერის ინფორმაციით, მთელი ზაფხულის განმავლობაში სისტემატურად მოირეცხება ცენტრალური და მეორეხარისხოვანი გზები, საერთო ჯამში, 100-მდე ქუჩა.
„სამუშაო პროცესში ჩართული იქნება „თბილსერვის ჯგუფის“ 20 ერთეული ტექნიკა. მორეცხვის სამუშაოები ყოველდღიურ რეჟიმში წარიმართება“, - განაცხადა კალაძემ.
როგორც მთავრობის სხდომაზე აღინიშნა, მორეცხვის სამუშაოები ამინდის გათვალისწინებით ჩატარდება.