საქართველოში საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე სამი პირი დააკავეს

დანაშაული ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 9 ივლისი - Sputnik. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა საბაჟო-გამშვებ პუნქტ „სარფის“ ტერიტორიაზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბრალდებულებს, რომელთა ასაკი 25-დან 74 წლამდეა, საგამოძიებო უწყება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთას ედავება.
გამოძიების მიხედვით, ბრალდებულები სხვადასხვა სატვირთო ავტომობილში დაიმალნენ და თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს.