მიშუსტინი: რუსეთი სანქციებს წარმატებით უმკლავდება

Sputnik
თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. რუსეთი ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს მრავალპოლარული სამყაროს ახალი ცენტრების ჩამოყალიბებაში და წარმატებით უმკლავდება სანქციებს, განაცხადა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილმი შუსტინმა.
ეს განცხადება მან ეკატერინბურგში მიმდინარე საერთაშორისო სამრეწველო გამოფენა „ინოპრომ 2024-ის“ მთავარ სტრატეგიულ სესიაზე გააკეთა.
„საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება განსაკუთრებითმნიშვნელოვანია ახლა - გლობალური რესტრუქტურიზაციის პერიოდში, როდესაც მიმდინარეობს მულტიპოლარული სამყაროს ცენტრების ფორმირება. რუსეთი მთავარ როლს ასრულებს ამ პროცესებში, წარმატებით უმკლავდება რა უპრეცედენტო სანქციებს“, - აღნიშნა რუსეთის პრემიერმა.