მსოფლიო დღეს

მოსკოვში საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება

კონფერენციის პროგრამა მოიცავს პლენარულ სესიებს სამ ძირითად თემაზე
Sputnik
თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. მოსკოვის საერთაშორისო უსაფრთხოების რიგით XII კონფერენცია 13 აგვისტოს, ფორუმ „არმია 2024"-ის ფარგლებში გაიმართება, იუწყება რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო.
კონფერენციის მონაწილეები - თავდაცვის უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, საექსპერტო და პოლიტიკური საზოგადოებების წარმომადგენლები - იმსჯელებენ მიმდინარე სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებაზე და წარმოადგენენ თავიანთ შეხედულებებს გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების ახალი, მდგრადი და სამართლიანი არქიტექტურის ფორმირების შესახებ.
„დღეს, მულტიპოლარული მსოფლიო წესრიგის ფორმირებისას, აშკარაა, რომ მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით, ღია დიალოგით შეგვიძლია შევამციროთ კონფრონტაცია საერთაშორისო ასპარეზზე, დავასტაბილუროთ სიტუაცია და შევქმნათ თანაბარი თანამშრომლობის საერთო სივრცე“, - განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ანდრეი ბელოუსოვმა.
საერთაშორისო უსაფრთხოების XII კონფერენციის პროგრამა მოიცავს პლენარულ სესიებს შემდეგ თემებზე:
„ახლო აღმოსავლეთი და აფრიკა: მიმდინარე და პოტენციური შეიარაღებული კონფლიქტები"
სამხედრო თანამშრომლობა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში: ფაქტორი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად თუ გაზრდილი მილიტარიზაციის წყარო?
„გლობალური სამხრეთის“ ქვეყნების სამხედრო უწყებების როლი საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურის ფორმირებაში".
საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენცია მოსკოვის მახლობლად, პარკ „პატრიოტის" ტერიტორიაზე მდებარე სასტუმრო Patriot Hotel-ის კონგრეს-ცენტრში გაიმართება.