„ინოპრომზე“ უნიკალური ყველგანმავალი გამოფინეს

Sputnik
თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. ეკატერინბურგში მიმდინარე სამრეწველო გამოფენაზე „ინოპრომ 2024“ შორეული ჩრდილოეთისთვის განკუთვნილი უნიკალური ყველგანმავალი მანქანა წარმოდგინეს, იუწყებაა „რადიო სპუტნიკი“ საინფორმაციო სააგენტო „სევერ-პრესზე“ დაყრდნობით.
გავრცელებული ცნობით, მანქანამ, რომელზეც ორი წლის განმავლობაში მუშაობდნენ, უკვე გაიარა სავალი გამოცდები. ყველგანმავალი მანქანა იამალ-ნენეცის ავტონომიურ ოლქში მდებარე არქტიკულ საერთაშორისო სადგურ „სნეჟინკაზე“ საექსპლუატაციოდაა განკუთვნილი.
„მანქანა სახელწოდებით „რუსაკი“, რომელიც მინუს 60 გრადუსამდე მუშაობაზეა გათვლილი, წყალბადის საწვავზე მუშაობს. ჩვენ ის საპილოტედ სპეციალურად შევიმუშავეთ „სნეჟინკასთის“. ეს პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ეგზემპლარია“, — განუცხადა სააგენტოს ინჟინერმა ალექსეი სტულოვმა.
სერტიფიცირების შემდეგ „რუსაკი“ იამალში ტესტ-დრაივს გაივლის. მასთან ერთად შეამოწმებენ წყალბადის ძრავისთვის საჭირო სპეციალურ საწვავგასამართი სადგურის მუშაობასაც.