მიშუსტინი „ინოპრომის“ გამოფენას ეწვევა

Sputnik
თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიხაილ მიშუსტინი 9 ივლისს ეკატერინბურგში საერთაშორისო სამრეწველო გამოფენა „ინოპრომ-2024-ს“ ეწვევა, იტყობინება „რია ნოვოსტი“ რუსეთის მინისტრთა კაბინეტის პრესსამსახურზე დაყრდნობით.
ამასთან, გამოფენის სტრატეგიულ სესიაში მონაწილეობას მიიღებენ ბელორუსის პრემიერ-მინისტრი რომან გოლოვჩენკო, მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარე - ყირგიზეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აკილბეკ ჯაფაროვი და პრემიერ-მინისტრი, ტაჯიკეთის პრემიერი კოჰირ რასულზოდა.
„რუსეთის მთავრობის თავმჯდომარე მთავარ სტრატეგიულ სესიაზე „ტექნოლოგიური პარტნიორობა: საერთაშორისო ბიზნესის ფოკუსი“ ისაუბრებს“, - ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.
მიშუსტინის განრიგში ასევე შედის შეხვედრა სვერდლოვსკის ოლქის გუბერნატორთან ევგენი კუვაშევთან. ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერი დიმიტრი გრიგორენკო, ალექსეი ოვერჩუკი და რუსეთის ფედერაციის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი ანტონ ალიხანოვი.
„ინოპრომი“ არის სამრეწველო მიღწევების გამოფენა, რომელიც უკვე მე-15 წელია იმართება რუსეთში და ის ინდუსტრიულ კომპანიებს შორის გამოცდილების გაცვლის პლატფორმად იქცა.