გოგი ვარძიელი
თავშივე განვმარტავთ: მშენებლობის განახლების 50 წლისთავს, რადგან თავად ბამ-ის იდეა მე-19 საუკუნის ბოლოს წარმოიშვა. თუმცა, მაგისტრალის ფართო მშენებლობის დასაწყისად სამართლიანად ითვლება 1974 წლის მარტი, როდესაც ციმბირის ტაიგაში პირველი კომკავშირული დესანტი გადასხდა.
გსმენიათ რუსთაველის ქუჩის შესახებ, რომელიც მუდმივ ყინულოვან ზონასთანაა ახლოს, და საიდანაც რამდენიმე სასაათე სარტყელია დიდი პოეტის სამშობლომდე? ან თბილისის ქუჩის შესახებ, რომელიც თბილისიდან ოთხი ათასი კილომეტრთ შორს მდებარეობს? ეს ქუჩა, სხვათა შორის, რუსთაველის ქუჩის გაგრძელებაა და კალანდარიშვილის ქუჩასთან ერთად, სიმბოლურად აკრავს გარს თანამედროვე, კომფორტული დაბის ცენტრს.
რუსთაველის ქუჩა ნია-გრუზინსკაიაში (ახლანდელი ნია), რომელიც საქართველოს სსრ თბილგორპროექტის ინსტიტუტის თანამშრომლებმა დააპროექტეს.. არქივის ფოტო
© photo: Sputnik / Piotr Malinovskiy
იქვე, სადგურის მიღმა, ქართულ სტილში დაპროექტებული სარკინიგზო ხაზის ფოლადის რელსები ჰორიზონტს მიღმა მიექანება. ეს ბამ-ია! მერე კი ტაიგაა... სადგურსა და დაბას ნია-გრუზინსკაია დაარქვეს. ციმბირის პატარა მდინარის ტოპონიმი თითქოს სპეციალურად ორგანულად გადაეჯაჭვა ძველქართულ სახელ ნიას.
- ჩვენი მიზანია დავტოვოთ სადგური ბამ-ზე, ლამაზი, კარგი და განუმეორებელი, როგორც საქართველოს ნაწილი, - ამბობს ინტერვიუში ანზორ დვალიშვილი, საქართველოს სამშენებლო ჯგუფის, ოფიციალურად - სამშენებლო-სამონტაჟო განყოფილება „საქბამმშენებლის“ ხელმძღვანელი.
„საქართველოს ნაწილი"...
ეს ბანალურად მარტივი და ამავე დროს, წარმოუდგენლად ამაღელვებელია, რომ დღეს რუკაზე არის სოფელი ნია და მის გასწვრივ დატვირთული მძიმე მატარებლები დაჰქრიან.
Я видел Грузию на БАМе.
Там, как в тифлисской серной бане,
От пота ярого мокры,
Грузины строили поселок.
ასე არაჩვეულებრივის სიკაშკაშით პოეტმა ევგენი ევტუშენკომ აქცია ქართველი მშენებლებისა და მათი მზიანი სამშობლოს ხსოვნა. ციმბირის მკაცრ ტაიგაში პალმები, ლიმონები და მანდარინი არ ხარობს, ამიტომ ანზორ დვალიშვილმა რაზმის წევრები - 110 ადამიანი, პირადად შეარჩია. ისინი, ვინც არა მხოლოდ ფლობდა პროფესიას, არამედ მზად იყო ნებისმიერი სიურპრიზისთვის, სირთულისა და დაბრკოლებისთვის, რომელიც მათი სახლებიდან შორს ელოდა. და მათ არცერთხელ არ გაუცრუეს იმედი.
მშენებლები ბაიკალ-ამურის მაგისტრალის დასავლეთ მონაკვეთზე - დაბა ნიას მახლობლად.. არქივის ფოტო
© photo: Sputnik / Dadvadze
პირველივე დღეს ქართული სამშენებლო დესანტი სერიოზულ გამოცდას წააწყდა, რომელმაც ლამის ყველა გეგმა ჩაშალა. უგანიერესი მდინარე ლენა დნობას იწყებდა. გადაწყდა, რომ მასზე შპალები დაედგათ და ტექნიკა ისე გაეტარებინათ. ძლივს მოასწრეს მდინარის გადაკვეთა - ყინულმა მოძრაობა დაიწყო. რისკი, რა თქმა უნდა, დიდი იყო, მაგრამ გათვლამ გაამართლა. მეორე მხარეს გადასასვლელად მომავალ ზამთრამდელოდინი არ დასჭირდათ.
მერე კი დაიწყო ის, რასაც ბევრი გმირობად აღიქვამდა, ზოგი ავანტიურად მიიჩნევდა, ზოგი კი უბრალოდ მხერბს იჩეჩავდა. მართალი გითხრათ, ბამ-ს ყოველთვის საკმარისი ჰყავდა სკეპტიკოსები. მართლაც, როგორია ყინულშერეულ გრუნტზე რელსების დაგება?! თუმცა, საქმე მხოლოდ რელსებში არაა. ბამ-ის მარშრუტიები კვეთს 11 წყალუხვ მდინარეს, მათ შორის ლენასა და ამურს, რომ აღარაფერი ვთქვათ მცირე ნაკადებზე. უნდა აშენებულიყო 2230 ხიდი და გაეთხარათ 10 გვირაბი. სხვათა შორის, ბოლო - სევერომუისკის გვირაბი, რომლის სიგრძეც 15 კილომეტრზე მეტია, ექსპლუატაციაში თითქმის 30 წლის შემდეგ - 2003 წელს შევიდა.
ირკუტსკის ოლქის დაბა ნია, რუსთაველის ქუჩა. არქივის ფოტო
© photo: Sputnik / Dadvadze
და რაც მთავარია, პროპაგანდისტული მანქანის შეუფერხებელი მუშაობის მიუხედავად, იმ ხალხის შესაძლებლობებისა, ვინც ამ ყველაზე ძვირადღირებული საბჭოთა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისკენ იყო მოწოდებული, ყველას არ სჯეროდა. გულწრფელად რომ ვთქვათ, ეჭვის საკმაოდ მნიშვნელოვანი მიზეზებიარსებობდა. ცალკეული მონაკვეთების დაგება, ხანგრძლივი პაუზებით, 1930-იანი წლების დასაწყისიდანხორციელდებოდა. თანაც მაშინ გზას პატიმრები აშენებდნენ არაადამიანურ პირობებში, კუს ნაბიჯებით, ხშირად შიშველი ხელებით, მსხვერპლითა და დანაკარგებით.
ბამი-ის ქრონიკებში ძნელი არ არის მოიძიოთ ინფორმაცია, რომ მის მშენებლობაში მონაწილეობდნენ გამოჩენილი თეოლოგი და ფილოსოფოსი პაველ ფლორენსკი, მომავალი მარშალი კონსტანტინ როკოვსოვსკი, ცნობილი მწერალი იური დომბროვსკი და სხვა ცნობილი პირები. სამწუხაროდ, მათი ხსენება სიამაყეს კი არ იწვევს, არამედ სიმწარესა და სინანულს, ვინაიდან ისინი ბამ-ზე რეპრესიების შედეგად მოხვდნენ.
ირკუტსკის ოლქის დაბა ნიას მშენებლები. არქივის ფოტო
© photo: Sputnik / Dadvadze
შესაძლოა, სწორედ ეს დრამატული ფონიიქცა მთელი რიგი ანეგდოტებისა და ცილისწამებისსაფუძვლად. ერთ-ერთი ასეთი ირონიული ფრაზა, რომელიც ჩემს მეხსიერებას შემორჩა, ასეთია: თუ სამ ასოზე გაგიშვეს, სჯობს, რომ ეს სამი ასო „ბამ“ არ იყოს.
სინამდვილეში, ბაიკალ-ამურის მაგისტრალური ფართო მშენებლობის დაწყების შემდეგ, იქ ხალხს იძულებით არავინ აგზავნიდა. ბამ-ი საკავშირო კომკავშირულ მშენებლობად გამოცხადდა და ახალგაზრდობა, მათ შორის, ქართველ მშენებელთა რაზმი, მკაცრი შერჩევის წესით მიდოდა იქ - სრულიად ნებაყოფლობით.
ამ თვალსაზრისით, ბაიკალ-ამურის მაგისტრალი გახდა ხილული დემონსტრაცია იმ თვისებრივი განსხვავებისა, რომელიც იძულებით მონურ შრომასა და თავისუფალ არჩევანს შორისარსებობს, და რომელსაც ადამიანი შეგნებულად აკეთებს. ჩვენს ამჟამინდელ საზოგადოებაში, სადაც ბევრი უმნიშვნელოვანესი ღირებულება დამახინჯებულია, ასეთი ენთუზიაზმი და სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე ქმედებისთვის მზადყოფნა ბევრში მხოლოდ დაცინვას იწვევს.
ბამ-ის მშენებბელთა ბრიგადირი ოჯახთან ერთად. არქივის ფოტო
© photo: Sputnik / Julia Kaminskaya
რას იზამთ, სოციალური ზნე-ჩვეულებები გარდაუვლად იცვლება, ხოლო პოლიტიკური ცხოვრების კონიუნქტურა კიდევ უფრო სწრაფად გარდაიქმნება - ეს პოლიტიკის კანონია. მაგრამ არსებობს სხვა ცხოვრებაც, სადაც ადამიანი, რომელმაც თავისი მოვალეობა შეასრულა, ყოველგვარ ოპორტუნისტულ მოტივებზე მაღლა უნდა იდგეს. სადაც მისი ასეთი არჩევანი ნამდვილად იმსახურებს ღრმა პატივისცემას. რადგან სხვაგვარად შეიძლება დაიკარგოს ის, რაც უხილავად ამოძრავებს საზოგადოებასა და ისტორიას. უფრო მეტიც, შეიძლება თავად ისტორიაც დაიკარგოს...
ძველი შავ-თეთრი ფოტო. მასზე ახოვანი და ცოტა მოფრანტო შუახნის მამაკაცია გამოსახული. ეშმაკური მზერა აქვს, მაგრამ თავდაჯერებული. მთლიანად ჭაღარაა, როგორც ადამიანი, რომელსაც ცხოვრებისეული გამოცდილებააქვს. ეს ანზორ დვალიშვილია, რომელიც ქართველებს ხელმძღვანელობდა ბამ-ზე. იქ იძულებითან სასჯელის მოსახდელადკი არ წასულა, არამედ იმისთვის, რომ ყველაფერი საფუძვლიანად აეშენებინა და საკუთარი კვალი დაეტოვებინა. ცოლიც კი წაიყვანა - 1956 წლის მელბურნის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსანი. ის სკოლის პირველი დირექტორიგახდა, რომელიც თბილისის ქუჩაზე აშენდა.
ანზორ დვალიშვილი მეუღლესთან, ნადეჟდა ხნიკინა-დვალიშვილთან ერთად. არქივის ფოტო
© courtesy of Dvalishvili family
ეს ფოტო ქალაქ უსტ-კუტის ისტორიულ მუზეუმში ინახება. სამწუხაროა, რომ საქართველოშიამ, თავის დროზე ლეგენდარულ პიროვნებას, დიდი ხანია, აღარც ახსენებენ. თუმცა, ადამიანის ხელით შექმნილს ერთი საოცარი თვისება აქვს: ნივთები, ობიექტები, შენობები, გზები, ძეგლები და მონუმენტები თავიანთ შემქმნელებზე მეტ ხანს ცოცხლობენ.
ბამ-ი სწორედ ასეთი ხელითქმნილი ძეგლია! ძეგლი ხალხისა, 108 ეროვნების წარმომადგენლისა, რომელთა შორის ქართველებმა ღირსეული კვალი დატოვეს.
ამჟამინდელი კონიუნქტურიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ყველაფრის განცხადება შეიძლება - რომ ეს არ იყო ჩემი ქვეყანა, არ იყო ჩემი ომი, არ იყო ჩემი მშენებლობა. შეიძლება მარცხის სიმწარის დავიწყება და მხოლოდ მოგებული ბრძოლების გახსენება. მაგრამ ასეთ შემთხვევაში ისტორია უკვე ისტორია აღარ არის - ეს უკვე პროპაგანდაა.
მხატვარი ელგუჯა კიკნაძე ქართულ ორნამენტს ქმნის დაბა ნიაში შენობების შესამკობად. არქივის ფოტო
© photo: Sputnik / Виталий Арутюнов
მაგრამ სიმართლე მაინც რჩება და მას ვერაფერი წაშლის. ის თუნდაც დაბისა და რკინიგზის სადგურის ძველ ქართულ სახელწოდება ნიაშია, რომელიც შორეული ციმბირის ტაიგაში მდებარეობს.
მთავარი კი ისაა, რომ ის იმათ გულებშია, ვინც მუდამ მზადაა მომდევნო საყოველდღეო გმირობისთვის...