თბილისი, 7 ივლისი — Sputnik.
2024 წლის 1 მაისის მდგომარეობით, საქართველოში 12 ათას ლარზე მეტ ხელფასს 23,9 ათასი ადამიანი იღებდა, ამასთან 1,1 ათასი ადამიანის ხელფასი 50 ათას ლარს აჭარბებდა, ნათქვამია შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე განთავსებულ მასალებში.
უწყების ინფორმაციით, საქართველოში 1,1 ათასიდან 135 ადამიანის ხელფასი 70 ათასზე მეტია, 108 ადამიანის ხელფასი 80 ათასს აჭარბებს, 60 ადამიანის ხელფასი - 90 ათასზე მეტია, ხოლო 362 ადამიანს 100 ათას ლარზე მეტი ხელფასი აქვს.
ამასთან, შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში 2024 წლის 1 მაისის მდგომარეობით 293,9 ათასი ადამიანი 1 ათას ლარზე ნაკლებ ხელფასს იღებდა, 77,6 ათასი კი 1000-დან 1200 ლარამდე. 345,3 ათასი ადამიანის ხელფასი 1,2 ათასიდან 2,4 ათასამდე მერყეობს.
საქართველოში დაქირავებული მუშაკების საშუალო ნომინალური თვიური ხელფასი 1.943,4 ლარია, საარსებო მინიმუმი ერთ ადამიანზე 249,7 ლარია.